ევროპის კოლეჯი
ევროპის კოლეჯი | |||
---|---|---|---|
დაფუძნდა | 22 ივლისი, 1950[1] [2] | ||
დამფუძნებელი (-ები) | სალვადორ დე მადარიაგა[3] , უინსტონ ჩერჩილი, პოლ-ანრი სპააკი და ალკიდე დე გასპერი | ||
ტიპი | კოლეჯი | ||
რექტორი | ფედერიკა მოგერინი | ||
თავმჯდომარე | ჰერმან ვან რომპეი | ||
სტუდენტი | 420 | ||
ქვეყანა |
ბელგია პოლონეთი | ||
ფერები |
შინდისფერი და თეთრი | ||
https://www.coleurope.eu/ და https://www.coleurope.eu/fr |
ევროპის კოლეჯი (ინგლ. College of Europe, ფრანგ. Collège d'Europe), ასევე კოლეჟი — ევროპული კვლევების წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მთავარი კამპუსით ბელგიის ქალაქ ბრიუგეში და მეორე კამპუსით პოლონეთის ქალაქ ნატოლინში, ვარშავის მახლობლად. ევროპის კოლეჯი ბრიუგეში 1949 წელს წამყვანმა ევროპელმა საზოგადო მოღვაწეებმა და ევროკავშირის დამფუძნებელმა მამებმა დაარსეს, მათ შორის იყვნენ: სალვადორ დე მადარიაგა, უინსტონ ჩერჩილი, პოლ-ანრი სპააკი და ალსიდე დე გასპერი. კოლეჯის დაარსება 1948 წლის ევროპის კონგრესის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ხელი ჰააგაში მოაწერეს და მიზნად „დასავლეთ ევროპის ერებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთების დანერგვასა და ამ ფასეულობების მცველებისთვის ელიტური განათლების მიცემას“ ისახავდა,[4] ასევე „ევროპის ახალგაზრდა აღმასრულებლების ელიტის მომზადებას“. [5] დამფუძნებლების ხედვით კოლეჯი უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ევროპის მომავალი ლიდერები ერთად ცხოვრებასა და სწავლას შეძლებდნენ. მას აქვს „საზოგადოებრივი ინტერესების ინსტიტუციის“ სტატუსი, რომელიც ოპერირებს ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად. მეორე კამპუსი პოლონეთის ქალაქ ნატოლინში (ვარშავას სიახლოვეს) 1992 წელს გაიხსნა.[6] ევროპის კოლეჯი ისტორიულად დაკავშირებულია ევროკავშირისა და მისი წინამორბედების დაარსებასთან და, ასევე, საერთაშორისო ევროპული მოძრაობის შექმნასთან, რომლის მხარდამჭერი წევრია კოლეჯი. ფედერიკა მოგერინი, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, 2020 წლის სექტემბრიდან კოლეჯის რექტორად დაინიშნა.[7] ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი ჰერმანი, გრაფი ვან რომპეი არის საბჭოს თავმჯდომარე. [8]
ევროპის კოლეჯი ორენოვანია და სტუდენტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ და ფრანგულ ენებს. სტუდენტები იღებენ მაგისტრის ხარისხს ერთწლიანი პროგრამის შემდეგ. სტუდენტები სპეციალიზდებიან ევროპის პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საჯარო მმართველობაში, ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიის კვლევებში, ევროპულ სამართალში, ევროპის ეკონომიკურ კვლევებში ან ევროპულ ინტერდისციპლინურ კვლევებში (ნატოლინის კამპუსში). თავისი ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში კოლეჯი სტუდენტების ძალიან მცირე რაოდენობას იღებდა, თუმცა მათი რიცხვი გაიზარდა 1990-იანი წლებიდან.
The Times- ის მიხედვით, „ევროპის კოლეჯი, შუა საუკუნეების ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის არის ის, რაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლაა ამერიკული კორპორატიული ცხოვრებისათვის. ეს არის სათბური, სადაც ამბიციური და ნიჭიერი ადამიანები მიდიან კონტაქტების დასამყარებლად“ [9] The Economist აღწერს მას, როგორც „ელიტარულ დამამთავრებელ სკოლას მომავალი ევროკრატებისთვის“. [10] Financial Times წერს, რომ „ევროპის ელიტარული კოლეჯი ბრიუგეში „არის „ინსტიტუცია, რომელიც ზრდის კურსდამთავრებულებს ევროკავშირის ინტეგრაციის სულისკვეთებით“. ყოფილმა ევროკომისარმა განათლების საკითხებში იან ფიგელემ კოლეჯს უწოდა „ევროკავშირის ევროპული კვლევების ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ცენტრი“. BBC- მ მას „ევროკავშირის საკუთარი ოქსბრიჯი“ უწოდა. კოლეჯი ასევე აღწერილია, როგორც „ევროპული მეცნიერებების შესასწავლი წამყვანი ადგილი“ [11] და როგორც „ელიტარული სასწავლო ცენტრი ევროკავშირის პოლიტიკური კლასისთვის“. [12] რადიო თავისუფლებამ კოლეჯს „ევროფედერალისტთა ცხელი წერტილი“ უწოდა. [13] Global Mail-მა კოლეჯის სტუდენტებს უწოდა „ევროპის ლიდერები მოლოდინში“. [14] კოლეჯის კურსდამთავრებულებს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „ბრიუგეს მაფიას“; შნაბელი და როკა აღნიშნავენ, რომ „კომისიის ბევრი წარმატებული თანამშრომელი ასევე არის ბრიუგეში ევროპის ელიტარული კოლეჯის კურსდამთავრებული, რომელიც სთავაზობს ერთწლიან სამაგისტრო კურსს ევროპულ კვლევებში და რომლის კურსდამთავრებულები, როგორც ამბობენ, ქმნიან „ბრიუგეს მაფიას“
ყოველი სასწავლო წელი ატარებს გამოჩენილი ევროპელი საზოგადო მოღვაწის სახელს. სასწავლო წლის გახსნის ცერემონიას უძღვება გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსი. ევროპის კოლეჯსა და საფრანგეთის École nationale d'administration (ENA)-ს ბევრი მსგავსება გააჩნია, [15] მაგრამ ევროპის კოლეჯის ფოკუსი მეტად ევროპულია. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელე თორნინგ-შმიდტი, ფინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსანდრე სტუბი, ბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი, ასევე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ენცო მოავერო მილანესი, რომელთაგან რამდენიმე ასევე იყო კოლეჯის პროფესორები. კოლეჯის მრავალი კურსდამთავრებული აგრძელებს მუშაობას ევროპულ ინსტიტუტებში დიპლომატად და უფროს საჯარო მოხელედ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Crossroad Bank of Enterprises
- ↑ OpenCorporates — 2010.
- ↑ https://www.ena.lu/role_college_europe_journal_bruges_province_october_1950-020205225.html
- ↑ "Le rôle du Collège d'Europe დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine. " [The role of the College of Europe], Journal de Bruges et de la Province, 7 October 1950, Vol. 114, No. 78, p. 1
- ↑ Henri Brugmans, "Former des cadres pour l'Europe დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine. " [Training executives for Europe], Fédération, January 1950, No. 60, pp. 42–44
- ↑ College of Europe – College of Europe – Campuses – Natolin (Warsaw). Coleurope.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-10. ციტირების თარიღი: 2012-06-26
- ↑ Former top diplomat Mogherini appointed as College of Europe rector.[მკვდარი ბმული]
- ↑ Appointment of the new President of the Administrative Council.
- ↑ Jonathan Oliver (25 April 2010). „Which way will Nick Clegg turn?“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 September 2011. ციტირების თარიღი: 17 September 2011.
- ↑ „Charlemagne: Free the Strasbourg 626“. The Economist. 5 February 2004. ციტირების თარიღი: 17 September 2011.
- ↑ Nicholas Hirst (18 October 2011). „The Bruges mafia“. Flanders Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2011. ციტირების თარიღი: 26 October 2010.
- ↑ Richard Orange (23 September 2011). „Meet 'Gucci Helle,' slated to be Denmark's first female prime minister“. GlobalPost. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2011. ციტირების თარიღი: 26 October 2010.
- ↑ Rikard Jozwiak (28 October 2011). „Training The 'New Europeans' – The College of Europe Breeds The EU Elite“. RFE/RL. ციტირების თარიღი: 12 May 2019.
- ↑ Eric Ellis (7 February 2012). „Europe's leaders-in-waiting face the mess ahead“. The Global Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2012. ციტირების თარიღი: 7 February 2012.
- ↑ Government by nerds one step from tyranny. ციტირების თარიღი: 20 November 2011